Accentnews.ge
„გიჟური დანაკარგები გვაქვს! ეს ომი „თითიდან გამოწოვილია!“ – რუსი სამხედრო დედასთან ჩივის

„გიჟური დანაკარგები გვაქვს! ეს ომი „თითიდან გამოწოვილია!“ – რუსი სამხედრო დედასთან ჩივის

13/03/2022 18:34:14 ევროპა

უკრაინის უშიშროების სამსახური მორიგ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, ამჟამად უკრაინაში მყოფი რუსი სამხედრო, სახელად სერიოჟა დედას ესაუბრება, შექმნილი ვითარებით საკუთარ აღშფოთებას უზიარებს და ამბობს, რომ უკრაინასთან ომი „თითიდან გამოწოვილი“ მიზეზით წამოიწყეს.

„ყველა სიახლე, რაც შენ მიამბე, სისულელეა: აქ არანაირი ქიმიური იარაღი არაა – ეს დიდი ტყუილია. ომის დროს სახელმწიფო მედიას არ უნდა ენდო! არასდროს!“,– ეუბნება კაცი დედას.

თავის მხრივ დედა სვამს კითხვას, „ფიქრობ, რომ ხალხი დასახოცად გავგზავნეთ, რადგან უბრალოდ უკრაინაზე თავდასხმა გვსურდა?“.

„დედა, იმას გეუბნები, რაც არის! მოვედით, აქ არანაირი ფაშისტები, ბანდიტები არ არიან. ჩერნობილში გავიარეთ და აბსოლუტურად ყველა ძეგლი ადგილზეა, მოვლილი, არც ერთი არაა დანგრეული, გესმის? რასაც მანდ ამბობენ, ბოდვაა! ეს ომი „თითიდან გამოწოვილია“, რომელიც საჭირო არ იყო. აქ ხალხი ნორმალურად ცხოვრობდა, ჩვენ მოვედით და ახლა სარდაფებში არიან. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ უკრაინა ნატო–ში არ გაწევრიანებულიყო. ჯანდაბა, როგორია ამის ფასი?! დავუშვათ, შევიდა ნატოში და აქ ბაზა გააკეთეს, მერე? მითხარი, მათ რაში სჭირდებათ ბირთვულ ქვეყანაზე თავდასხმა?!

გიჟური დანაკარგები გვაქვს. მოროდიორობს ყველა,ძარცვავენ ყველაფერს, თუ რამე დგას და მოძრაობს, ჩვენი მამაცი ჯარისკაცები კარებს ამტვრევენ! უკრაინა ცალკე სახელმწიფოა, მას შეუძლია თავად გადაწყვიტოს გაწევრიანდეს თუ არა ნატოში, რუსეთი რა შუაშია? ამას ჰეგემონია ჰქვია. რუსეთს უბრალოდ საკუთარი ძალის დემონსტრირება სურს. ფული ტყუილად კი არ ჩაუყრიათ სამხედრო ინფრასტრუქტურაში“,– პასუხობს კაცი.

მე–18 დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ახორციელებს. იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები.

პუტინის მიერ გაჩაღებულმა ომმა ორივე მხარეს ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ბავშვების.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S