Accentnews.ge
თეთრი სახლი: "პუტინი იმედგაცრუებული და უკმაყოფილოა უკრაინაში მოვლენათა განვითარებით"

თეთრი სახლი: "პუტინი იმედგაცრუებული და უკმაყოფილოა უკრაინაში მოვლენათა განვითარებით"

13/03/2022 18:30:23 მსოფლიო

თეთრი სახლის აზრით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედგაცრუებულია უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. სწორედ ამაზე მეტყველებს, როგორც აშშ-ის ადმინისტრაციაში თვლიან, იავოროვსკის პოლიგონისა და სასწავლო ცენტრის დღევანდელი დაბობმვა.

"ეს, როგორც ჩანს, მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინიაში მიმდინარე ომი პუტინის გეგმას ასცდა და იგი უკმაყოფილოა მოვლენათა განვითარებით: მისმა ჯარებმა ვერ მიაღწიეს იმ პროგრესს, რომელსაც პუტინი ელოდა მსხვილ უკრაინულ ქალაქებში, მათ აშორის - კიევში. ამდენად, იგი სამიზნეებს აფართოებს და ცდილობს, ზიანი უკრაინის თითოეულ რეგიონს მიაყენოს" - განაცხადა დღეს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S