
კულება სირიელებსა და სერბებს აფრთხილებს
13/03/2022 18:00:01 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება აფრთხილებს სირიელებსა და სერბებს, რომლებსაც პუტინი სავარაუდოდ, უკრაინაში უპირებს საომრად გადასროლას:
""რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მე ვაფრთხილებ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაძლოა, აგიტაცია გაუწიონ, რათა შეუერთდნენ რუსეთის ძალებს: ნუ იზამთ ამას! ჩვენ უკვე აღძრული გვაქვს სისხლის სამართლის საქმეები საერთაშორისო სასამართლოში და რომც გადარჩეთ ცოცხლები, სამხედრო დამნაშავეები იქნებით. ეს არ ღირს ფულად ან სხვა რამედ",– ამბობს კულება.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის ცნობით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იზიდავს დაქირავებულებს მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებით ლიბიიდან და სირიიდან. რუსეთის ფედერაცია ასევე ამზადებს ადამიანებს მსოფლიოს მიერ არ აღიარებული სხვა ტერიტორიებიდან, მათ შორის აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.