Accentnews.ge
მხოლოდ მარიუპოლში რუსეთის აგრესიას 2 187 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

მხოლოდ მარიუპოლში რუსეთის აგრესიას 2 187 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

13/03/2022 17:52:15 ევროპა

მარიუპოლში ომის დაწყებიდან დღემდე 2187 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში 22 ბომბი ჩამოაგდეს, ჯამში კი 100 ბომბი.

საბჭოში აცხადებენ, რომ ოკუპანტები დაუნდობლად კლავენ და გამიზნულად ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, საცხოვრებელ სახლებსა და საავადმყოფოებს:

"ყველაზე მეტი თავდასხმა საჰაერო სივრცის გამოყენებით ხორციელდება, რაც მარიუპოლის 400 000 მოსახლეობას დიდ საფრთხეს უქმნის. ისინი ამ დრომდე ქალაქში არიან ჩაკეტილები. ამიტომ, ნატოს მხრიდან ცის ჩაკეტვა ასეთი მნიშვნელოვანია".

მე–18 დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ახორციელებს. იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S