Accentnews.ge
ლატვია ქვეყნის ტერიტორიაზე ნატო-ს მუდმივმოქმედი ბაზისა და ამერიკელი სამხედროების განთავსებას ითხოვს

ლატვია ქვეყნის ტერიტორიაზე ნატო-ს მუდმივმოქმედი ბაზისა და ამერიკელი სამხედროების განთავსებას ითხოვს

13/03/2022 17:44:37 ევროპა

ლატვიის პრეზიდენტი ქვეყანაში ნატო-ს მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზის განთავსების აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც ლევიტსმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, ეს "აბსოლუტურად აუცილებელია ქვეყნის პოტენციური რუსული საფრთხისგან დასაცავად".

"ნატო-მ უნდა გააძლიეროს აღმოსავლეთ ფლანგი - ბალტიისპირეთი, პოლონეთი, რუმინეთი... ეს მძლავრი სიგნალი იქნება მოსკოვისთვის, რომ ალიანსი მზადაა თავისი წევრების დასაცავად".

გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, "მისასალმებელი იქნებოდა" რეგიონში ამერიკული ჯარების მუდმივი ყოფნაც.

"ვფიქრობ, ეს უნდა იქცეს პასუხად რუსულ იდეაზე აგრესიის უკრაინის ფარგლებს გარეთ გავრცელების შესახებ" - დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S