Accentnews.ge
დეკანოზი თამაზ ლომიძე – პუტინის ომზე: "როცა ანადგურებ, ღმერთის შვილი აღარ ხარ"

დეკანოზი თამაზ ლომიძე – პუტინის ომზე: "როცა ანადგურებ, ღმერთის შვილი აღარ ხარ"

13/03/2022 17:32:33 საზოგადოება

მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომს ეხმიანება.

როგორც სასულიერო პირი აღნიშნავს, იმის თქმა, რომ ამ ომში "დამნაშავე არავინ არ არის", მკრეხელობაა.

"იმ დღიდან, როცა მე დავიწყებ შეგნებულად ბოროტების კეთებას, არ ვარ მე ღმერთის შვილი. შეიძლება, უნებლიედ დამემართოს რაღაც და შეცდომა ჩავიდინო, მაგრამ შეგნებულად თუ მე გადავალ სიცრუის გავრცელებაზე, მკვლელობაზე, ბოროტებაზე, დაპყრობაზე, თავდასხმაზე, განადგურებაზე, ქალაქების დანგრევაზე, არ ხარ ღმერთის შვილი. ეს რუსეთს და რუსებს უნდა ესმოდეთ, ვინც ამას ამართლებს...

ჩვენ ქრისტიანებმა ყოველთვის უნდა ვთქვათ ის, რაც სიმართლეა და სულელურად არ მოვიტყუოთ თავი... ერთი როცა ანადგურებს მეორეს, ის ღმერთის შვილი აღარაა", - თქვა დეკანოზმა ქადაგების დროს.

მე–18 დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ახორციელებს. იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს. საქართველო სანქციებს "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S