Accentnews.ge
„თურქეთი მზადაა, წინ წავიდეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა მათ შორის ეგეოსის ზღვა“ – ერდოღანი საბერძნეთის პრემიერს შეხვდა

„თურქეთი მზადაა, წინ წავიდეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა მათ შორის ეგეოსის ზღვა“ – ერდოღანი საბერძნეთის პრემიერს შეხვდა

13/03/2022 17:13:10 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი 13 მარტს სტამბოლში საბერძნეთის პრემიერ მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა.

როგორც თურქული მედია წერს, ლიდერებმა განიხილეს ორმხრივი კავშირების განვითარების პერსპექტივები, მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომი.

ამავე წყაროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთსაც და საბერძნეთსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ფონზე ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილების პროცესში.

ლიდერები შეთანხმდნენ, თურქეთსა და საბერძნეთს შორის დიალოგის არხები ღიად უნდა დარჩეს და გადაიდგას ნაბიჯები ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაუმჯბესებლად.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოთქვა თავისი მზადყოფნა, წინ წავიდეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: უთანხმოება ეგეოსის ზღვაზე, უმცირესობათა მდგომარეობა, ტერორიზმთან ბრძოლა და არალეგალური მიგრაცია. ასევე აღნიშნა, რომ ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია გულწრფელი და პატიოსანი დიალოგით და რომ თურქეთი და საბერძნეთი, როგორც ორი მეზობელი ქვეყანა, აქტიურად უნდა დაუკავშირდნენ ერთმანეთს არა მხოლოდ კრიზისის დროს“,– აღნიშნავს თურქული მედია.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოთქვა თავისი მზადყოფნა, წინ წავიდეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: უთანხმოება ეგეოსის ზღვაზე, უ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S