
მალიარი: "უკრაინის ძალებმა შეაჩერეს რუსი ოკუპანტების ინტენსიური წინსვლა ქვეყნის სიღრმეში"
13/03/2022 16:56:16 ევროპა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეაჩერეს რუსული საოკუპაციო ძალების ინტენსიური წინსვლა უკრაინის სიღრმეში. – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი იუწყება.
"უკრაინელი ერის ძლიერი წინააღმდეგობა გრძელდება. უკვე შესაძლებელია გარკვეული ტენდენციების ანალიზი. ამ დროისთვის მტრის ინტენსიური წინსვლა უკრაინის ტერიტორიაზე შეჩერებულია. ხედავთ, რომ აქტიური ბრძოლების ინტენსივობა შემცირდა“, - განაცხადა მალიარმა.
მისი თქმით, „მტერმა დიდი ზარალი განიცადა და იძულებულია, პერსონალის შევსება და გადაჯგუფება მოახდინოს“:
„მტერი აკეთებს დასკვნებს, სწავლობს ბრძოლას ჩვენს რეალობაში და არ ტოვებს შეტევითი ოპერაციის გეგმებს. ვინაიდან მტერმა მყისიერ შედეგს ვერ მიაღწია, ახლა ისინი ცდილობენ რაღაცაც მაინც მიაღწიონ, რომ შემდეგ უფროსობას მოახსენონ. ისინი შეეცდებიან დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებზე ფეხის მოკიდებას და აქ უაღრესად მნიშვნელოვანია ადგილობრივი თემების პოზიცია: ტოკმოკი, მელიტოპოლი, ხერსონი - ისინი მტერს არ აძლევენ უფლებას ასეთი გეგმები განახორციელოს
მტრის არმია ანადგურებს ჩვენს ქალაქებს, სოფლებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ჩვენს დასაშინებლად და ფსიქოლოგიურად გასატეხად. მაგრამ უკრაინელი ერი უდრეკია. დიახ, ომი გამოცდაა. ეს არის დანაკარგები. მაგრამ ჩვენ ამას გადავლახავთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!“,– ამბობს მალარი.