Accentnews.ge
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

13/03/2022 16:41:21 ევროპა

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა,– ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა.

"უკრაინენერგოს" სპეციალისტების, ჩვენი ბირთვული მეცნიერებისა და ელექტრიკოსების წარმოუდგენელი ძალისხმევის წყალობით, შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურისთვის, რომელიც რუსმა დამპყრობლებმა დაიკავეს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ახლა ატომური დანადგარების გაგრილების სისტემები კვლავ ნორმალურ რეჟიმში იმუშავებს სარეზერვო ენერგიით:

„ხაზს ვუსვამ, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური არის უკრაინის ენერგეტიკული სექტორის ობიექტი და ჩვენ არ გვჭირდება არავის დახმარება ჩვენი ობიექტების ელექტრომომარაგების უზრუნველსაყოფად ან აღდგენისთვის. დიახ, ჩვენი ენერგეტიკოსები მართლაც გმირები არიან, მაგრამ შეუძლებელია, უზრუნველვყოთ ბირთვული უსაფრთხოება სამხედრო აგრესიის ფონზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკომისიას, გაეროს, ეუთოს: დაგვეხმარეთ ბირთვული ობიექტების დაცვაში! ახლა აუცილებელია, აიძულოთ მტერმა დატოვოს ატომური ელექტროსადგური და შექმნას 30-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა უკრაინის ატომური ენერგიის ობიექტების გარშემო“, - განაცხადა გალუშჩენკომ.

უკრაინაში მდებარე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება 9 მარტს შეუწყდა.

როგორც 9 მარტს უკრაინის ელექტრომომარაგების ოპერატორმა, „უკრენერგომ“ განაცხადა, ელექტრომომარაგების შეწყვეტა საფრთხეს უქმნის 20 ტონამდე რადიოაქტიურ ნარჩენებს, რომელიც განუწყვეტლივ უნდა გაგრილდეს, რათა არ მოხდეს რადიაციის გაჟონვა და საფრთხე არ შეექმნას „უკრაინას, რუსეთს, ბელარუსსა და ევროპას“.

მანამდე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ვეღარ იღებს მონაცემებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ბირთვული მასალების მონიტორინგის სისტემიდან. ამ კავშირის დაკარგვის შესახებ სააგენტომ 8 მარტს განაცხადა.

1986 წლის ავარიის შემდეგ დაკონსერვებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს. სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, 8 მარტს უკრაინამ აცნობა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მართვისთვის აუცილებელია ტექნიკური პერსონალის და დაცვის სამსახურის დაახლოებით 210 თანამშრომლის როტაცია. ისინი 24 თებერვლის შემდეგ შეუსვენებლად მუშაობენ და უკრაინული მხარის ინფორმაციით, შეზღუდული აქვთ წვდომა საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე. უკრაინა საერთაშორისო სააგენტოს სთხოვს, მოამზადოს პერსონალის შეცვლის და როტაციის ეფექტური სისტემის გეგმა.

3 მარტს, ღამით რუსეთის სამხედროების მიერ დაიცხრილა უკრაინის კიდევ ერთი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია. ერთ-ერთ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინელმა მაშველებმა ხანძარი 4 მარტს, გამთენიისას ჩააქრეს. იმავე დღეს უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციამ განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში რადიაციული ფონი არ შეცვლილა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S