აშშ: "რუსეთმა რომ ნატო-ს რომელიმე ქვეყანას თუნდაც შემთხვევით შეუტიოს, მის წინააღმდეგ ალიანსის ერთიან ძალას ავამოქმედებთ"
13/03/2022 16:19:16 მსოფლიო
"რუსეთმა რომ ნატო-ს რომელიმე ქვეყანას თუნდაც შემთხვევით დაარტყას, მის წინააღმდეგ ალიანსის მთელი სიმძლავრე ერთიანად ამოქმედდება" - განუცხადა "CBS News"-ს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.
მან შეახსენა მოსკოვს, რომ ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმა ალიანსის წესდების მე-5 - კოლექტიური თავდაცვის მუხლს აამოქმედებს.
"როცა პრეზიდენტი ბაიდენი იმეორებს, რომ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ დუიმს დავიცავთ, ეს ნიშნავს სწორედ თითოეულ დუიმს! და მინდა, გავაფრთხილო მოსკოვი, რომ ეს უმძლავრესი პასუხი მას იმ შემთხვევაშიც კი გაეცემა, დარტყმა რომ შემთხვევითი იყოს!" - დასძინა მან.


