რუსეთმა ოქროს მარაგის ნახევარზე წვდომა დაკარგა
13/03/2022 15:56:44 მსოფლიო
სანქციების გამო რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი გაყინულია. საუბარია 300 მილიარდ დოლარზე,– ამის შესახებ „Медуза“–ს ცნობით, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს მთლიანი რეზერვები დაახლოებით 640 მილიარდი დოლარის ოდენობით, დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რეზერვები ახლა ისეთ მდგომარეობაშია, ვერ გამოვიყენებთ“, - თქვა სილუანოვმა.
მისივე თქმით, რეზერვების გაყინვამ გამოიწვია რუსეთის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ეს ეხება ვალს.
„ვიდრერ ეზერვების ნაწილი გაყინულია, რუსეთის მიმართ არამეგობრულ ქვეყნებს ვალს რუბლში გადავუხდით“, - განაცხადა რუსმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა, ორივე მხარეს, უკვე იმსხვერპლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.
რუსეთს მსოფლიოს ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი უპრეცედენტო სანქციებს უწესებს.


