
"ქართული ლეგიონის" მეთაურმა განმარტა, რატომ განიცდიან რუსეთის სახმელეთო ჯარები უკრაინაში წარუმატებლობას
13/03/2022 15:17:16 ევროპა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაზე თავდასხმით ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა: რუსეთის სახმელეთო ჯარები ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაამარცხებენ უკრაინის სახელმწიფოს, რადგან უკრაინის მხარეს ძალების გადაჯგუფება მიმდინარეობს,– განაცხადა ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა უკრაინულ მედიასთან.
მისი თქმით, რუსეთი ომში რთავს ტერორისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხოლო უკრაინის დამცველთა რიგებს უცხოელი პროფესიონალი სამხედროები ავსებენ:
"ტერორისტული ქვეყანაა (რუსეთი) არა მხოლოდ მეთაურით, არამედ ხალხითაც. ის აღზრდის მათნაირ ტერორისტებს...", - განაცხადა მეთაურმა და დასძინა, რომ რუსული მხარის მსგავსი ქმედებები მოსალოდნელი იყო, რადგან რუსეთი „აკავშირებს ტერორისტულ ჯგუფებს“, რომელთაც თავადვე აფინანსებდა:
"ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ, რადგან ისინი არ არიან პროფესიონალი ჯარისკაცები, ისეთივე ველურები არიან, როგორიც რუსული არმია“.