მაკარევიჩი: "ჩემი ქვეყანა გაგიჟდა და მე დახმარება ვერ შევძელი"
13/03/2022 14:40:28 მსოფლიო
ცნობილმა რუსმა მსახიობმა ანდრეი მაკარევიმა უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომთან დაკაშირებთ ემოციური ვიდეო ჩაწერა.
ახალ სიმღერაში მაკარევიჩი ამბობს, რომ ადამიანები არ ირჩევენ ქვეყანას, თუ სად დაიბადებიან.
ამასთან, ამბობს, რომ მისი თანამემამულეები ომში წავიდნენ, მან კი ისინი ვერ შეაჩერა.
„ჩემი ქვეყანა შეიშალა და მე ვერ შევძელი დახმარება“,– მღერის მაკარევიჩი.
ის თანამემამულეებსაც მიმართავს, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია, შეაჩეროს უკრაინაში ომი.


