Accentnews.ge
დუდა: "ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში პუტინს NATO-მ უნდა უპასუხოს"

დუდა: "ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში პუტინს NATO-მ უნდა უპასუხოს"

13/03/2022 13:43:23 ევროპა

დასავლეთში მზარდია შეშფოება ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე. ამ თემაზე ისაუბრა BBC-სთან პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ.

მისი თქმით, თუკი რუსეთი გამოიყენებს ქიმიურ იარაღს უკრაინაში, შეიცვლება თამაშის წესები და ნატომ უნდა გადახედოს თავის პოზიციას უკრაინის კონფლიქტში ჩაურევლობის შესახებ.

დუდა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ნატოს საპასუხო ნაბიჯის გადადგმა მოუწევს. პოლონეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ვლადიმირ პუტინი უკან არაფერზე დაიხევს:

„თუ თქვენ მეკითხებით, შეუძლია თუ არა პუტინს, რომ გამოიყენოს ქიმიური იარაღი, ჩემი აზრით, მას შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი რამ, მით უმეტეს, როცა ის რთულ მდგომარეობაშია. მან უკვე წააგო ეს ომი პოლიტიკური თვალსაზრისით და სამხედრო თვალსაზრისითაც, ის აშკარად ვერ იმარჯვებს“.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი, თავისი განცხადებებით შესაძლოა, ქმნიდეს საბაბს უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად.

სტოლტენბერგი ასევე აცხადებს, რომ ასეთი ფაქტი შეფასდება, როგორც ცალსახა სამხედრო დანაშაული.

უკრაინაში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კვალის აღმოჩენის შესახებ რუსეთის ხელისუფლებამ ლაპარაკი 9 მარტს დაიწყო, ხოლო 10 მარტს, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების ქვედანაყოფის ხელმძღვანელმა, იგორ კირილოვმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში სხვადასხვა სახის დაავადების შეტანა ფრინველების დახმარებით იგეგმებოდა.

რუსი სამხედრო ამბობს, რომ პროექტი აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური პროგრამის ფარგლებში ხორციელდებოდა და შესწავლილი ფრინველების 145 სახეობას შორის იყო ორი სახეობა, რომელთა მარშრუტიც „უპირატესად რუსეთის ტერიტორიაზე გადის“.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 10 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, იარაღის გამოყენების ფაქტების შესახებ არაფერი იცის, მაგრამ მაინც დარწმუნებულია, რომ უკრაინაში „ტარდებოდა არამშვიდობიანი ექსპერიმენტი“, გამიზნული „ეთნიკურად ორიენტირებული“ ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S