
იტალიაში უკრაინელი ლტოლვილების ავტობუსი გადაბრუნდა
13/03/2022 14:35:17 ევროპა
იტალიაში უკრაინელი ლტოლვილების ავტობუსი გადაბრუნდა, რომელსაც 50 ადამიანი გადაჰყავდა.
მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, დაიღუპა 1 ადამიანი, 5 დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტობუსი იტალიის სამხრეთით მიემართებოდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.