რუსეთში მინიმუმ 13 ჟურნალისტი დააკავეს
13/03/2022 13:31:12 მსოფლიო
რუსეთის ქალაქებში ატისაომარ აქციებზე მოქალაქეებს და მედიის წარმომადგენლებს აკავებენ.
BBC რუსული მედიაზე დაყრნობით იუწყება, რომ მხოლოდ სანქტ-პეტერბურგში ამ დროისთვის მინიმუმ 53 ადამიანია დაკავებული, მათ შორის 13 ჟურნალისტი.
„მათ არ აგვიხსნეს დაკავების მიზეზი, 7 ჟურნალისტი უბრალოდ ძალით ჩასვეს მინი ავტობუსში. ყველა მათგანს აქვს ჟილეტები და პრესის ბარათი. მაგრამ ეს არავის აინტერესებს, მიზანია დარწმუნდნენ, რომ არავინ არაფერს გააშუქებს“, - ამბობს ჟურნალისტი ანდრეი ოკუნი.
ჟურნალისტის ინფორმაციით, დაკავებულები კრონშტადტში გადაჰყავთ.
საპროტესტო აქციები იმართება მოსკოვშიც, სადაც ასევე აკავებენ ადამიანებს.


