ერბილზე განხორციელებულ ავიაიერიშზე პასუხისმგებლობა ირანის "ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა" აიღო
13/03/2022 12:50:37 მსოფლიო
ქალაქ ერბილზე განხორციელებულ ღამის ავიაიერიშზე პასუხისმგებლობა ირანის "ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა" აიღო.
"კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ დანაშაულებრივ სიონისტურ რეჟიმს, რომ მტრული ქმედებების განმეორებას მოჰყვება ხისტი და დაუნდობელი პასუხი" - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვარაუდობენ, რომ ღამის იერიში წარმოადგენდა პასუხს ისრაელის საჰაერო ძალების მიერ დამასკოზე განხორციელებულ ამასწინანდელ დარტყმებზე, რომლის შედეგად ზემოთხსენებული ორგანიზაციის ორი წევრი დაიღუპა.


