Accentnews.ge
"კადიროველებმა" 12 დაჭრილი რუსი სამხედრო დახვრიტეს, - უკრაინის დაზვერვა

"კადიროველებმა" 12 დაჭრილი რუსი სამხედრო დახვრიტეს, - უკრაინის დაზვერვა

13/03/2022 11:33:57 მსოფლიო

"კადიროველებმა" კიევის ოლქში დახვრიტეს 12 დაჭრილი რუსი სამხედრო, რომელიც წესით, ბელარუსში უნდა გაეყვანათ, - იუწყება უკრაინული დაზვერვა.

მისივე მონაცემებით, დაჭრილთა მასობრივი დახვრეტა 12 მარტს, დღისით ოკუპანტების მიერ დაკავებულ უკრაინულ დასახლებულ პუნქტ ბოროდიანკაში განხორციელდა.

დახვრეტილთა შორის არიან რუსეთის შეიარაღებული ძალების №06705 სამხედრო ნაწილის მოსამსახურეები.

თავის მხრივ, უკრაინის უმაღლესი რადის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ფეოდორ ვენისლავსკი აცხადებს, რომ საოკუპაციო ჯარებში სტალინისა და ჰიტლერის მსგავსი მეთოდებით ყალიბდება "მზღუდავი რაზმები" ე.წ. კადიროველების მონაწილეობით, რომლებიც კიევის მიმართულებაზე დგანან (კიევის ზღვა, ირპენი, გოსტომელი, ბუჩა) და ცდილობენ, ცეცხლით შეაკავონ რუსი სამხედროები, რომლებიც უკრაინელებთან ბრძოლას გაურბიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S