Accentnews.ge
Mehr: ერბილზე ავიაიერიშის სამიზნეს ისრაელის საიდუმლო ბაზები წარმოადგენდა

Mehr: ერბილზე ავიაიერიშის სამიზნეს ისრაელის საიდუმლო ბაზები წარმოადგენდა

13/03/2022 11:16:57 მსოფლიო

ერაყის საქურთეთში მდებარე ქალაქ ერბილზე ავიაიერიშის სამიზნეს ისრაელის დაზვერვა "მოსადის" საიდუმლო ბაზები წარმოადგენდა, - იუწყება ირანული სააგენტო "Mehr".

მისივე ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმა ებრაული სპეცსამსახურის ორი ცენტრის განადგურებას ისახავდა მიზნად.

თავის მხრივ სააგენტო "Associated Press" აზუსტებს, რომ გასული ღამით ქალაქ ერბილზე სარაკეტო იერიში ირანის ტერიტორიიდან განხორციელდა. ეს ინფორმაცია სააგენტოს როგორც ერაყელმა,ისე ამერიკელმა ჩინოსნებმა დაუდასტურეს.

იერიშის შედეგად რამდენიმე რაკეტა წუხელ ერბილში აშშ-ის საკონსულოს სიახლოვეს ჩამოვარდა.

ცნობისთვის: ირან-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობები 2020 წლის ნოემბრის შემდეგ გაუარესდა. იმ პერიოდში მოკლეს ირანელი მოჰსენ ფაჰრიზადე, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის ხელმძღვანელად ითვლებოდა. "The New York Times" წერდა, რომ მეცნიერი რობოტის გამოყენებით მოკლეს. ირანული მხარე ამაში ისრაელის "მოსადს" ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S