Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "რუსეთმა შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს"

სტოლტენბერგი: "რუსეთმა შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს"

13/03/2022 10:44:29 მსოფლიო

რუსეთმა შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, - თვლის ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.

«ახლა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ამ საკითხთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებები გამოთქვა უკრაინის მიმართ, განსაკუთრებული სიფხიზლე გვმართებს, რადგან რუსეთს შესაძლოა, ქიმიური იარაღის გამოყენებით ოპერაციები თავად ჰქონდეს დაგეგმილი», — განაცხადა სტოლტენბერგმა გაზეთ "Die Welt"-თან ინტერვიუში.

მან აბსურდული უწოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, თითქოს უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღი იწარმოებოდეს და გამოთქვა მოსაზრება, რომ კრემლი გამიზნულად აჟღერებს მსგავს სიცრუეს საკუთარი სამომავლო იერიშების გასამართლებლად.

მანამდე რუსეთის მიერ ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით პროვოკაციების შესაძლო განხორციელების შესახებ განაცხადეს თეთრ სახლშიც.

აშშ უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის დარგში კიევთან ერთობლივი კვლევების წარმოებას კატეგორიულად უარყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S