
რუსებმა იერიში მიიტანეს ტაძარზე, რომელსაც 200–მდე ბავშვი აფარებს თავს
13/03/2022 08:44:24 ევროპა
12 მარტს, 22:00 საათზე რუსეთმა ავიაიერიში მიიტანა სვიატოგირსკის ლავრაზე, რომელიც მე-16 საუკუნეშია აშენებული.
ბომბი იმ ხიდიდან 50 მეტრის დაშორებით აფეთქდა, რომელიც სივერსკი დონეცის მდინარის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთთან აკავშირებს.
ბომბი სვიატოგირსკის ლავრის შესასვლელთან ახლოს ჩამოვარდა.
აფეთქებამ ლავრა დააზიანა, დაშავდა ათობით ადამიანი. ისინი სვიატგორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
12-13 მარტის ღამით ყველა დევნილი და სასულიერო პირი მონასტრის ბუნკერში გადაიყვანეს.
სვიატგორსკის ლავრაში თავს 520 დევნილი აფარებს, მათგან 200 ბავშვია. სვიატგორსკში სულ 10 ათასი ადამიანი იქცა დევნილად.