
თბილისი და 1 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
13/03/2022 07:29:23 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 823 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 445 ადამიანი, გარდაიცვალა 24 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 729 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 364 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 365 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 15.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 12.69%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 823 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 440 შემთხვევა,
- აჭარა - 25,
- იმერეთი - 121,
- ქვემო ქართლი - 22,
- შიდა ქართლი - 47,
- გურია - 45,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 47,
- კახეთი - 51,
- მცხეთა-მთიანეთი - 7,
- სამცხე-ჯავახეთი - 10,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 044 საიდანაც, 1 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 643, აჭარაში - 104, იმერეთში - 280. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 403 პირი, მათ შორის, თბილისში - 184, აჭარაში - 55, იმერეთში - 78. 31 601 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.