აშშ-ის საკონსულოს ჩრდილოეთ ერაყში რაკეტები ესროლეს, პირველადი ცნობებით მსხვერპლი არ არის
13/03/2022 04:14:00 მსოფლიო
ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ირბილში 13 მარტს აშშ-ის საკონსულოს მიმართულებით ისროლეს სულ მცირე ექვსი რაკეტა, რომელთა ნაწილიც შენობას მოხვდა - აცხადებენ ერაყის და აშშ-ის უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლები.
აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, რაკეტები მეზობელი ირანის ტერიტორიიდან იყო ნასროლი.
პირველადი ცნობებით მსხვერპლი არ არის.


