თავისით ჩამოვარდა რუსული საბრძოლო ვერტმფრენი, რომელსაც ტყვიაწამალი და რაკეტები გადაჰქონდა
12/03/2022 22:52:07 მსოფლიო
როსტოვის ოლქის ზერნოგრადსკის რაიონში რუსული საბრძოლო ვერტმფრენი Ка-52 (ე.წ. "ალიგატორი") ჩამოვარდა. დაღუპულია ეკიპაჟის ორივე წევრი.
რუსული მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფა ჯერ კიდევ 8 მარტს მოხდა, თუმცა ინფორმაცია არ გახმაურებულა.
გამოცემა 161.RU-ს ცნობით, ტაგანროგიდან აფრენილ და ასაფრენი ზოლიდან ხუთიოდე კმ-ში ჩამოვარდნილ ვერტმფრენს საბრძოლო მასალა - ტყვიაწამალი და რაკეტები გადაჰქონდა.
ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია. რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.


