ბორელი "შიშობს", პუტინმა "სამხედრო საქმიანობა ნატო-ს ერთ-ერთ ქვეყანაზე არ გააფართოვოს"
12/03/2022 19:20:10 მსოფლიო
ევროკავშირის დიპლომატიის ლიდერი ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ ბლოკი უკრაინაში არსებულ ვითარებაში სამხედრო გზით არ ჩაერევა, მაგრამ რუსული ეკონომიკის დაზიანებას გააგრძელებს.
მისი განმარტებით, ევროკავშირი ცდილობს, ერთის მხრივ, უკრაინას დაეხმაროს, ხოლო მეორეს მხრივ - აიცილოს დიდი ომი.
«ჩვენ სიტუაციაში სამხედრო გზით არ ჩავერევით. არ გვინდა, ომი გავრცელდეს. მაგრამ ჩვენ მათ [უკრაინელებს - რედ.] მხარი უნდა დავუჭიროთ. უნდა დავაზიანოთ რუსეთის ეკონომიკა, რათა მან ომის გაგრძელება ვეღარ შეძლოს»,— განაცხადა, CNN Turk-ის ინფორმაციით, ბორელმა.
ამასთან, მას "სერიოზული შეშფოთებები" აქვს რუსეთის მიერ სამხედრო მოქმედებების ნატო-ს ქვეყნებზე შესაძლო გაფართოების კუთხით.
"არავინაა ვალდებული, პუტინის წინაშე თავი იმართლოს. მით უფრო, რომ მან შესაძლოა, გააფართოვოს კიდეც თავისი სამხედრო საქმიანობა. ეს შეიძლება, მოხდეს ნატო-ს ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგ. ან მეორესი. არსებობს ამასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთებები. პუტინი შეტევას გააგრძელებს და ჩვენ ეს შეტევები უნდა შევზღუდოთ. ჩვენ უნდა მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია საერთაშორისო თანამეგობრობისაგან. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას», - დასძინა ჟოზეპ ბორელმა.


