უკრაინის დაზვერვა: "რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიგნით დიდი პრობლემები დაიწყო"
12/03/2022 11:59:24 მსოფლიო
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში ომის გაგრძელების მომხრე მხოლოდ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ არიან,– ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა ერთ-ერთ უკრაინულ არხზე განაცხადა.
"რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიგნით დიდი პრობლემები დაიწყო. სინამდვილეში, ახლა მხოლოდ ორი ადამიანია, რომელიც პირდაპირ გამოდის ომის გაგრძელებით. ყველა დანარჩენი ამის დასრულებას ცდილობს.
ორი ადამიანი აბსოლუტურად ღიად გამოდის ომის გაგრძელებით - ესაა პუტინი და შოიგუ. რუსეთის გენერალიტეტიც კი ძირითადად წინააღმდეგია", - ამბობს ბუდანოვი.


