Accentnews.ge
მელიტოპოლის მოსახლეობა გატაცებული მერის გათავისუფლებას ითხოვს

მელიტოპოლის მოსახლეობა გატაცებული მერის გათავისუფლებას ითხოვს

12/03/2022 09:16:12 ევროპა

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში, რომელიც რუსული სამხედრო ძალების კონტროლქვეშაა, ასეულობით მოქალაქე მოითხოვს გატაცებული მერის გათავისუფლებას.

მოსახლეობა მელიტოპოლის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა და 11 მარტს გატაცებული მერის, ივან ფედოროვის გათავისუფლებას ითხოვენ.

ინფორმაციას ავრცელებს კირილ ტიმოშენკო, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე.

მოქალაქეები ქუჩაში დროშებით გამოვიდნენ და სკანდირებენ „გაათავისუფლეთ მერი!“.

მოგვიანებით აქციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა:

„დილიდან, უკრაინულ - სამუდამოდ უკრაინულ - მელიტოპოლში ხალხი შეიკრიბა, ჩვენი მოქალაქეები. ისინი შეიკრიბნენ რუსული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. შეიკრიბნენ ქალაქის დაჩოქების წინააღმდეგ. ორი ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა მოედანზე. ოკუპანტებმა უნდა დაინახონ, რომ ისინი უცხონი არიან ჩვენს მიწაზე, ჩვენს უკრაინულ მიწაზე და არასდროს იქნებიან ჩვენგან მიღებულნი“.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, 11 მარტს ფედოროვს გატაცებისას თავზე შავი ტომარა ჩამოაცვეს. რუსული მხარე ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S