Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "16 დღეში დაღუპულია 79 ბავშვი, დაჭრილია 100-მდე"

უკრაინის გენშტაბი: "16 დღეში დაღუპულია 79 ბავშვი, დაჭრილია 100-მდე"

12/03/2022 09:12:02 ევროპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით, უკრაინაში 79 ბავშვი დაიღუპა, 100-მდე დაშავდა.

დაღუპულთა და დაჭრილთა უმეტესობა კიევის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ხერსონისა და ჟიტომირის ოლქებიდან არიან.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ეს მონაცემი არ არის სრული, რადგან რუსული საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული აქტიური საომარი მოქმედებების გამო, ვერ ხერხდება დაზარალებული ტერიტორიების სრულყოფილად დათვალიერება.

ამ დროისათვის, დანგრეულია 280 სასწავლო დაწესებულება. მათგან 9 სრულად განადგურებულია.

უკრაინის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ პროკურორები აგრძელებენ ყველა იმ დანაშაულის აღრიცხვას, რომელიც რუსეთის ფედერაციამ ბავშვების წინააღმდეგ ჩაიდინა.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლიდან აწარმოებს სამხედრო მოქმედებებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 2 მილიონზე მეტი უკრაინელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S