Axios: ისრაელის პრემიერი ზელენსკის ომის დასასრულებლად პუტინის "წინადადებებზე" დათანხმებას ურჩევდა
11/03/2022 21:14:31 მსოფლიო
ისრაელის პრემიერი ნაფტალი ბენეტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასასრულებლად ვლადიმირ პუტინის "წინადადებებზე" დათანხმებას ურჩევდა, - იუწყება გამოცემა "Axios" ერთ-ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომლის ვიანობას არ ასახელებს.
«ბენეტი, არსობრივად, ჩაბარებას გვთავაზობდა, ჩვენ კი ამას არ ვაპირებთ»,— განაცხადა, გამოცემის ცნობით, უკრაინელმა ჩინოსანმა.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ. «პრემიერი არ გეგმავს, ბატონ ზელენსკის რაიმე სახის რეკომენდაციები ან რჩევები მისცეს»,— განაცხადა ბენეტის კანცელარიის წარმომადგენელმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ინფორმაცია უარყო:
"ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფტალი ბენეტს ისევე, როგორც სხვა პირობით შუამავალ სახელმწიფოებს არ მოუწოდებია უკრაინისთვის რუსეთის რომელიმე მოთხოვნას დათანხმებოდა. ეს შეუძლებელია პოლიტიკური და სამხედრო მიზეზებით. პირიქით, ისრაელი მოუწოდებს რუსეთს უფრო სწორად შეაფასოს მოვლენები".
ცნობისთვის: ისრაელის პრემიერი ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე, ჰქონდა ასევე სატელეფონო საუბრები ზელენსკისთან.


