Accentnews.ge
აშშ-მა სანქციები დიმიტრი პესკოვის მეუღლესა და ზრდასრულ შვილებსაც დაუწესა

აშშ-მა სანქციები დიმიტრი პესკოვის მეუღლესა და ზრდასრულ შვილებსაც დაუწესა

11/03/2022 20:05:42 მსოფლიო

აშშ-მა სანქციები კრემლის პრეს-მდივნის - დიმიტრი პესკოვის მეუღლესა და ზრდასრულ შვილებსაც დაუწესა. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა.

თავად დიმიტრი პესკოვი უკვე რამდენიმე დასავლურ სანქციას ექვემდებარება.

ახალი ამერიკული სანქციები შეეხო ასევე სახელმწიფო სათათბიროს იმ 12 დეპუტატს, რომელმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების პროცესის ხელშეწყობისკენ მიმართულ ძალისხმევას ედგა სათავეში.

ამასთან, ამ დეპუტატთა ვინაობები პრაისს არ დაუკონკრეტებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S