![უკრაინელი ვიცე-პოლკოვნიკი საკუთარ ბიძაშვილს მიმართავს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატია [ვიდეო]](https://www.accentnews.ge/storage/files/526101.jpg)
უკრაინელი ვიცე-პოლკოვნიკი საკუთარ ბიძაშვილს მიმართავს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატია [ვიდეო]
11/03/2022 18:31:13 ევროპა
უკრაინის შეიარაღებული ძალების ვიცე–პოლკოვნიკმა ნიკოლაი კონდრაცკიმ ღიად მიმართა საკუთარ ბიძაშვილს – რუსეთის მოქალაქე ანატოლი ვიბორნს, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატია და უშიშროების კომიტეტის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებს.
როგორც ვიდეომიმართვიდან ირკვევა, ვიბორნი უჭერდა მხარს ყირიმის ანექსიას, რუსი სამხედროების შეყვანას ოკუპირებულ დონბასში, ხოლო შემდეგ მხარი დაუჭირა მის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას:
„ძმაო, რუსულად მოგმართავ, რადგან როგორც ჩანს, მშობლიური ენა დაგავიწყდა. გაიხსენე, როგორ ვთამაშობდით ბავშვობაში ომობანას, როგორ მივდიოდით სათევზაოდ, ოჯახებით ვიკრიბებოდით და რომელ ეტაპზე დაგავიწყდა, რომ შენი ოჯახი საშიშროების ქვეშაა? რაკეტები მოფრინავენ ოდესისკენ, შეპეტოვკში სადაც ჩვენი ბავშვობა გავატარეთ და შენი ძმა ცხოვრობს.
რა მოგცეს მილიონების გარდა? მილიონები გაქრება, სული კი დარჩება. ჩვენი მშობლები ერთად არიან დამარხულები. ისინი ალბათ საფლავში ტრიალებენ. გესმის რა ჩაიდინე? გამოიტანეთ დასკვნები და ყველაფერი გააკეთეთ, როგორც დუმის დეპუტატმა, რომ ეს ომი შეჩერდეს!“.