
შვეიცარიამ ცა ჩაკეტა
11/03/2022 18:12:16 ევროპა
უკრაინის ვითარებასთან დაკავშირებით შვეიცარიამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაკეტოს თავისი ცა როგორც აგრესორი რუსეთის თვითმფრინავებისთვის, ისე ომში მყოფი უკრაინისა და სხვა იმ ქვეყნების საჰაერო ხომალდებისთვის, რომლებიც მხარეებს სამხედრო დახმარებას უწევენ. ამის შესახებ ქვეყნის ფედერალური საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ჰუმანიტარული რეისებისთვის, მათ შორის - დაჭრილების გამოსაყვანად.
როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, უცხოელი სამხედროების ან სახელმწიფო თვითმფრინავების მიერ შვეიცარიის საჰაერო სივრცის გამოსაყენებლად აუცილებელი იქნება დიპლომატიური ნებართვა, რომელიც რიგ შემთხვევებში ფედერალური საბჭოს თანხმობასაც მოითხოვს.