Accentnews.ge
აშშ რუსეთში დოლარის ბანკნოტების მიწოდებას კრძალავს

აშშ რუსეთში დოლარის ბანკნოტების მიწოდებას კრძალავს

11/03/2022 17:25:20 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარი განკარგულებით რუსეთისთვის დოლარის კუპიურების გაყიდვა აკრძალა.

"იკრძალება შემდეგი: ექსპორტი, რეექსპორტი, გაყიდვა ან მიწოდება პირდაპირ ან ირიბად შეერთებული შტატებიდან, ისევე, როგორც შეერთებული შტატების ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან აშშ დოლარში დენომინირებული ბანკნოტების ადგილმდებარეობის მიუხედავად“ , - აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ბაიდენმა შეზღუდა რუსეთიდან ალკოჰოლის, ბრილიანტისა და ზღვის პროდუქტების იმპორტი, ასევე ფუფუნების საგნების ექსპორტი ქვეყანაში.

„აღმასრულებელი ბრძანება დაადგენს სამართლებრივ საფუძვლებს რუსეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში ინვესტიციების სამომავლო შეზღუდვისთვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S