Accentnews.ge
პუტინმა უკრაინული ოპერაციის ჩავარდნის გამო ФСБ-ს თავკაცების მიმართ რეპრესიები წამოიწყო - ჟურნალისტები

პუტინმა უკრაინული ოპერაციის ჩავარდნის გამო ФСБ-ს თავკაცების მიმართ რეპრესიები წამოიწყო - ჟურნალისტები

11/03/2022 17:32:19 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სამხედრო კამპანიის წარუმატებლობის გამო "განტევების ვაცების" ძებნას მიჰყო ხელი. უკვე გამოჩნდა მისი პირველი მსხვეროლიც: დაკავებულია უშიშროების ფედერალური სამსახურის საგარეო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღანელი სერგეი ბესედა და მისი მოადგილე ბოლუხი (სახელი არაა დაკონკრეტებული), - იუწყება "მედუზა" გამომძიებელ ჟურნალისტებზე ანდრეი სოლდატოვსა და ირინა ბოროგანზე დაყრდნობით.

ბესედა და ბოლუხი უკრაინის ტერიტორიაზე დაზვერვაზე იყვნენ პასუხისმგებლები და სავარაუდოდ, სწორედ მათ შეიყვანეს პუტინი შეცდომაში "განმათავისუფლებლების სიხარულით დახვედრისთვის" მოსახლეობის მზადყოფნის შესახებ. ბოლუხი დამატებით სადეზინფორმაციო მიმართულებასაც კურირებდა.

მე- 5 სამსახური (ოფიციალური სახელწოდება - ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო კავშირების სამსახური) ФСБ-ს უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკულ უწყებებთან კავშირებს კურირებს. მის სტრუქტურაში არსებობს ოპერატოიული ინფორმაციის ავად ცნობილი დეპარტამენტი (ДОИ), რომელიც ФСБ-ს საგარეო დაზვერვის ფუნქციებს ასრულებს.

"სწორედ მე-5 სამსახური იყო პასუხისმგებელი პუტინისთვის უკრაინაში შეჭრამდე იქ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის იწოდებაზე. და როგორც ჩანს, ომის ორი კვირის შემდეგ პრეზიდენტი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ის უბრალოდ შეცდომაში შეიყვანეს: მე-5 სამსახური, ეშინოდა რა პუტინის რისხვის, მას იმ მონაცემებს აწვდიდა, რომლის მოსმენაც მას გაუხარდებოდა. ახლა ჩვენი წყაროები გვამცნობენ, რომ გენერალი ბესედა და მისი მოადგილე შინა პატიმრობაში არიან. მიზეზებს შორის სახელდება უკრაინულ ოპერაციებზე გამოყოფილი სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, უვარგისი სადაზვერვო ინფორმაცია. და მართლაც: პუტინის საკადრო მზვერავს, როგორც აღმოჩნდა, საქმე უკიდურესად ცუდად ჰქონდა დაყენებული".

ცნობისთვის: ანდრეი სოლდატოვი და ირინა ბოროგანი გახლავთ ჟურნალისტები და მწერლები, რუსეთის ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორები. ისინი ФСБ-ს წლების განმავლობაში სწავლობენ და სისტემაში მყარი სანდო კავშირები გააჩნიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S