რუსი რეპერი ომის წინააღმდეგ გამოდის და უკრაინელების დასახმარებლად ფულს აგროვებს
11/03/2022 17:04:14 მსოფლიო
რუსი რეპერი Oxxxymiron საქველმოქმედო კონცერტების სერიას – „რუსები ომის წინააღმდეგ“ გეგმავს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.
პირველი კონცერტი 15 მარტს სტამბოლში გაიმართება.
როგორც რეპერი ამბობს, მობილიზებული თანხა გადაირიცხება პოლონურ ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება უკრაინელ ბავშვებს.


