პოდოლიაკი: "რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად ISIS-ის ყოფილ მებრძოლებს ქირაობს"
11/03/2022 16:43:13 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად დაჩქარებული წესით ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის 16 000 ყოფილ მებრძოლს ქირაობს.
მისი ინფორმაციით ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმაც განაცხადა.
„რუსეთის ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა ISIS-ის 16 000 ყოფილ მებრძოლის დაჩქარებული წესით დაქირავებაზე, რათა ისინი უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენოს. ISIS-ის დაქირავება და ქიმიური იარაღის შესახებ რუსული პროპაგანდა არის დასტური იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში „სირიის სცენარის“ განხორციელებას ცდილობს“, - ტვიტერზე წერს პოდოლიაკი.
მანამდე პუტინმა მოხალისეთა მობილიზების შესახებ ბრძანებულებას მოაწერა ხელი. მოგვიანებით დაზუსტდა, რომ საუბარია მებრძოლებზე ახლო აღმოსავლეთიდან.


