Accentnews.ge
ჯარშემოცლილი პუტინი ომში ბელარუსული ჯარის ჩათრევას ცდილობს: რუსეთმა უკრაინასთან მოსაზღვრე ბელარუსული ტერიტორია დაბომბა

ჯარშემოცლილი პუტინი ომში ბელარუსული ჯარის ჩათრევას ცდილობს: რუსეთმა უკრაინასთან მოსაზღვრე ბელარუსული ტერიტორია დაბომბა

11/03/2022 13:34:11 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომლის ჯარსაც უკრაინაში უკვე სამარცხვინოდ დიდი დანაკარგები აქვს, ომში ბელარუსული ჯარის ჩასათრევად პროვოკაციებზე მიდის: ბელარუსიდან უკრაინაში შეფრენილმა ორმა ბომბდამშენმა დღეს ჯერ უკრაინის საზღვრისპირა ტერიტორია დაბომბა, ხოლო წრის დარტყმის შემდეგ - ბელარუსული, - იუწყება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური.

ბომბდამშენების ეს მანევრები მესაზღვრეებმა რივნენშინას ოლქის დუბროვიცას მიდამოებში აღრიცხეს.

"მტრის მსგავსი ქმედებები, მათ შორის ბელარუსის რესპუბლიკის დასახლებული პუნქტების დაბომბვა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას უკრაინასთან ომში ბელარუსის შეიარაღებული ძალების ჩასათრევად" - მალევე განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა.

ოდნავ მოგვიანებით უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ დაზუსტებული მონაცემები გაავრცელა: მიღებულია ასევე ინფორმაცია ოკუპანტების მიერ ბელარუსში დასახლებულ პუნქტ ბუხლიჩისა და ზემო ტერებეჟის დაბომბვის შესახებ. მისივე ცნობით, ბომბდამშენები აფრინდნენ ბელარუსის დუბროვიცას აეროდრომიდან, მცირე ხნით შეიფრინეს უკრაინის ტერიტორიაზე, უკან გამობრუნდნენ და საზღვრის მიდამოებში, ვოლინის რაიონში როგორც უკრაინის, ისე ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიები დაბომბეს. ამ უკანასკნელის შემთხვევაში დაიბომბა დასახლებული პუნქტი კოპანი.

უკრაინის მთავრობაში განაცხადეს, რომ ბელარუსზე ავიადარტყმა კრემლის გამიზნული ტერიტორისტული აქტია და "პუტინისთვის სულერთია, ვინ მოკლას - უკრაინელები, რუსები, ბელარუსები თუ ვინმე სხვა".

"ეს მორიგი ცბიერი ბრუტალური პროვოკაციაა. წარმოგვიდგენია, როგორი ყმუილი იქნება დღეს რუსეთის პოპაგანდისტულ ტელეარხებზე. არ გამოვრიცხავთ, ლუკაშენკომ დღესვე მიმართოს პუტინს უკრაინელების მკვლელობაში დახმარების წინადადებით. ამდენად, გვსურს, მივმართოთ ყველა ბელარუსს: ეს თქვენი ომი არ არის! დღეს მომხდარი იყო რუსეთის პროვოკაცია! ნუ გამოაყენებინებთ სამხედრო დამნაშავეებსა და ოკუპანტებს თავს! უკრაინელებს ბელარუსებთან ომი არ გვსურს!" - განაცხადეს მთავრობის წარმომადგენლებმა.

მომხდარს ოპერატიულად გამოეხმაურა პრეზიდენტ ზელენსკის ოფისიც. როგორც მისმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ბელარუსული დაბა დაბომბა, რათა ომში კიდევ ერთი ქვეყანა ჩაითრიოს, მაღალი ალბათობით, თავად ბელარუსული ჯარი უკრაინის წინააღმდეგ აქტიურ სამხედრო მოქმედებაში ჩაბმაზე უარს იტყვის.

"ბელარუსის ხელმძღვანელი უკვე დიდი ხანია, ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ ვიმედოვნებ, ჯარი მას არ აჰყვება და ყველაფერს გააკეთებს ომში ჩაბმის თავიდან ასაცილებლად. ვიცით, რომ ბელარუს სამხედროებს შორის არსებობს პრინციპული პოზიცია, უკრაინის წინააღმდეგ არ იომონ. ამდენად, ვფიქრობ, როგორც არ უნდა უბიძგებდეთ ლუკაშენკო, ბელარუსი სამხედროები ამ სცენარს თავიდან აიცილებენ. თუმცა რომც შემოვიდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, არ გამოვრიცხავ, რომ მათმა უმრავლესობამ ჩვენ დაგვიჭიროს მხარი. ბიჭებო, მოგმართავთ, არ ჩაებათ ამ ომში! ის თქვენი არაა და თქვენ არ გჭირდებათ! უკრაინელებმა 15 დღეში 12 000-ზე მეტი რუსი სამხედრო გავანადგურეთ და არ გვინდა, მათ რიცხვში გიხილოთ. ეს არც ბელარუსს სჭირდება, მერწმუნეთ!", - მიმართა ბელარუსულ ჯარს არესტოვიჩმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S