"დღეს მოლდოვას და საქართველოს განაცხადებს განვხილავთ"
11/03/2022 15:01:18 მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, ვერსალში მიმდინარე შეხვედრაზე დღეს სხვა საკითხებთან ერთად საქართველოსა და მოლდოვის აპლიკაციების განხილვაც იგეგმება.
"განვსაზღვრეთ ახალი სტრატეგია, რათა ევროპა გახდეს უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი. საუბარია ენერგეტიკულ და თავდაცვის სფეროებზე. განვიხილავთ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებს, გვაქვს განაცხადები, რომელიც მოლდოვამ და საქართველომ შემოიტანეს და სწორედ მათ განვიხილავთ დღეს",- განაცხადა მიშელმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა 10 მარტს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინის არჩევანს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.


