Accentnews.ge
ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს აქტივები გაუყინა და ბრიტანეთში მგზავრობა აუკრძალა

ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს აქტივები გაუყინა და ბრიტანეთში მგზავრობა აუკრძალა

11/03/2022 14:48:05 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატის 386 წევრს, რომლებიც მხარს უჭერდნენ რუსეთის უკრაინაში შეჭრას, სანქციები დააკისრა.

ქვეყნის საგარეო მდივნის ლიზ ტრასის განცხადებით, სანქცირებულ პირთა აქტივები დიდ ბრიტანეთში გაიყინება. ასევე, მათ აეკრძალებათ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა და ბიზნესსაქმიანობა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S