უკრაინიდან წამოსულმა საბჭოთა წარმოების დრონმა რუმინეთი და უნგრეთი დაუბრკოლებლად გადაიფრინა და ხორვატიაში ჩამოვარდა
11/03/2022 14:38:16 მსოფლიო
უკრაინიდან წამოსულმა საბჭოთა წარმოების დრონმა რუმინეთი და უნგრეთი დაუბრკოლებლად გადაიფრინა და ხორვატიაში ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ხორვატიის ხელისუფლება ავრცელებს.
იგი ზაგრების სამხრეთით, სტეპან რადიკის სტუდენტურ ჰოსტელთან ჩამოვარდა. მომხდარის შედეგად არავინ დაღუპულა. დაზიანდა რამდენიმე მანქანა.
"ზაგრებში ჩამოვარდნილი საბჭოური წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინიდან შემოფრინდა უნგრეთის გავლით. ვესაუბრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელმაც მაცნობა, რომ დრონი უნგრეთის საჰაერო სივრცეში რუმინეთიდან შემოვიდა", - განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა. რუსულ მხარეს ეკუთვნოდა იგი თუ უკრაინულს, მას არ დაუზუსტებია.


