Accentnews.ge
უკრაინის შეიარაღებული ძალები: "ლიკვიდირებულია რუსი გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი"

უკრაინის შეიარაღებული ძალები: "ლიკვიდირებულია რუსი გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი"

11/03/2022 14:03:26 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ლიკვიდირებულია რუსი გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი.

გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი 2021 წელს გახდა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 29-ე არმიის მეთაური.

მანამდე იგი მოსკოვის რეგიონში განლაგებული გაერთიანებული შეიარაღების არმიის შტაბის უფროსად მსახურობდა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S