"ნატო-ს არ სურს, მისი მხრიდან უკრაინის დახმარებამ რუსეთთან დაპირისპირება გამოიწვიოს"
11/03/2022 13:13:58 მსოფლიო
"ნატო-ს არ სურს, მისი მხრიდან უკრაინის დახმარებამ რუსეთთან დაპირისპირება გამოიწვიოს", – ამის შესახებ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე ჩასულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN Turk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს ომი უკრაინის საზღვრებს არ უნდა გასცდეს.
"მინისტრ ჩავუშოღლუს შევხვდი, პრეზიდენტ ერდოღანსაც შევხვდები. მოსკოვსა და კიევს შორის მნიშვნელოვანი შუამავლობა სრულდება. უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს“- განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ყველა მოკავშირისგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ელის.
„რუსეთს საფასური უნდა გადავახდევინოთ", – დასძინა მან.
ამასთან, მან რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა დაასრულოს ომი და რუსული ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან სრულად გაიყვანოს


