Accentnews.ge
ლუკაშენკო – სანქციებზე: "ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მივეჩვიეთ"

ლუკაშენკო – სანქციებზე: "ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მივეჩვიეთ"

11/03/2022 12:27:37 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს „ღორობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი უკანონოა. ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

„არაერთხელ განვაცხადე, რომ რუსეთის ფედერაციაც და ჩვენ მით უმეტეს ყოველთვის სანქციების ქვეშ ვართ. დღეს ისინი ბევრად მასშტაბურია, თუმცა ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მივეჩვიეთ. ეს ყველაფერი არალეგიტიმური, უკანონოა და არღვევს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S