მედია – დაიბომბა ხარკოვის ფიზიკის ინსტიტუტი, სადაც ექსპერიმენტული ბირთვული რეაქტორია
11/03/2022 11:27:31 მსოფლიო
უკრაინის ატომური ენერგიის მარეგულირებელი სააგენტოს განცხადებით, რუსეთმა ხარკოვის ფიზიკის ინსტიტუტზე მიიტანა იერიში, სადაც ესპერიმენტული ბირთვული რეაქტორი იყო განთავსებული.
პირველადი ინფორმაციით, დაზიანდა რეაქტორის „ნეიტრონების წყარო, რომელიც ენერგიისგან სრულად დაცლილია“.
ადგილობრივი მედიის განცხადებით, საარტილერიო შეტევის შედეგად გაჩენილი ცეცხლი გავრცელდა ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელზეც. ზიანის შესახებ ინფორმაცია საბოლოო არაა და ექსპერტები ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ.


