Accentnews.ge
რა თანხა შეგროვდა უკრაინაში შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე

რა თანხა შეგროვდა უკრაინაში შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე

11/03/2022 11:13:24 ევროპა

11 მარტის მდგომარეობით, სპეციალურ ანგარიშზე, რომელიც უკრანის ეროვნულმა ბანკმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად გახსნა, 11,3 მილიარდი გრივნა გადაირიცხა.

მარეგულირებლის პრესსამსახურის ცნობით, თანხებს რიცხავენ როგორც უკრაინის მოქალაქეები, ისე საწარმოები და საერთაშორისო თანამეგობრობა. კერძოდ, უცხოეთიდან უცხოური ვალუტით შევიდა თითქმის 3,3 მილიარდი გრივნის ექვივალენტი.

შეგროვებული თანხიდან 10,2 მილიარდი ბანკმა უკვე გადარიცხა სამხედრო საჭიროებებისთვის.

ამასთან, 11 მარტის მდგომარეობით, სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ანგარიშზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ჰუმანიტარული მიზნებისთვის გახსნა, 194 მილიონი გრივნა ჩაირიცხა. მთლიანობაში უცხოეთიდან უცხოურ ვალუტაში შევიდა 77 მილიონი გრივნაზე მეტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S