
„ჰააგის ტრიბუნალისთვის“ – რუსეთმა უკრაინის ქალაქებში 328 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა გამოიყენა
11/03/2022 10:55:52 ევროპა
უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყებიდან რუსმა ჯარებმა 328 სახმელეთო და საზღვაო ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა ისროლეს,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Facebook-ზე
„ღია შემოჭის დაწყებიდან რუსეთმა 328 ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა („ისკანდერი“ და „კალიბრი“, მიზანი У, რაკეტის კლასი Х) გამოიყენა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებსა და სოფლებში“,– ამბობს მთავარსარდალი
მისი თქმით, „პუტინის რეჟიმის ეს სისხლიანი დანაშაული არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეში დარღვევა და მოითხოვს გამოძიებას ჰააგის ტრიბუნალის მიერ“.