Accentnews.ge
ევროკომისია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას აპირებს

ევროკომისია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას აპირებს

11/03/2022 10:35:27 ევროპა

ევროკომისიის მიზანია, ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გააორმაგოს და ამისთვის ლიდერებს დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფას სთავაზობს,– ამის შესახებ, Reuters–ის ცნობით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ლიდერები ამას დასთანხმდებიან“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ვერსალში, სადაც ევროკავშირის ლიდერების სამიტი იმართება.

მისივე თქმით, კავშირი ასევე განიხილავს რუსი ოლიგარქებისა და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S