რესპუბლიკელი სენატორები ბაიდენს მიმართავენ უკრაინას თვითმფრინავები გადასცეს
11/03/2022 09:29:08 მსოფლიო
რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს მიმართავენ, რომ უკრაინას "MIG-29" ტიპის თვითმფრინავები გადასცეს.
ორმოცი სენატორი ხელს აწრეს სენატორ ჯონი ერნსტისა და სენატორ მიტ რომნის წერილს.
"კმარა ლაპარაკი. ხალხი კვდება. გაუგზავნეთ თვითმფრინავები, რომლებიც მათ სჭირდებათ", - განაცხადა რომნიმ.
სენატორი სიუზან კოლინსი აცხადებს, რომ რთული სამშობრიაო სახლზე რუსეთის ავიადარტყმას უყურო და წინააღმდეგი იყო უკრაინისთვის "აუცილებელი თვითმფრინავების" გადაეცეს.
აშშ არ უჭერს მხარს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემას. ამჟამად პოლონეთი აცხადებს, რომ მზადაა, "MiG-29" ტიპის გამანადგურებლები უკრაინას ნატო–ს ეგიდით გადასცეს.
ნატო უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა 4 მარტს განაცხადა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.
პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.


