Accentnews.ge
ჟოვკვა: „უკრაინა ღიაა ნეიტრალიტეტისთვის, მაგრამ უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს მოითხოვს“

ჟოვკვა: „უკრაინა ღიაა ნეიტრალიტეტისთვის, მაგრამ უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს მოითხოვს“

11/03/2022 09:11:22 ევროპა

უკრაინა ღიაა ნეიტრალური სტატუსისთვის, მაგრამ მოითხოვს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს,– ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ CNN-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა, პირისპირ ისაუბროს კრემლის ლიდერთან, მოლაპარაკებების დროს კომპრომისზე არ წავა.

ამასთან, ჟოვკვამ აღნიშნა, რომ უკრაინა არც თუ ისე ოპტიმისტურად იყო განწყობილი უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისადმი, რომელიც 10 მარტს ანტალიაში გაიმართა და არც მოლაპარაკებებს მოჰყოლია რაიმე გარღვევა:

„კარგია, რომ ისინი შეხვდნენ. მაგრამ სამწუხაროდ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არაა პირი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებს. რათა ომი შეაჩეროს. საბოლოო გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის, ჯარების გაყვანის შესახებ მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს“, - განაცხადა ჟოვკვამ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი მზადაა საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისთვის, პირადად მსგავსი რამ პუტინისა თუ მისი მრჩევლებისგან არ მოუსმენია:

„ბოლო, რაც მათგან მოვისმინეთ, არის ის, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ორი დელეგაციის ფორმატში... მაგრამ, ნახეთ, ამ მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებებიც კი არ სრულდება“.

ამასთან, ჟოვკვამ განაცხადა, რომ უკრაინა ღიაა ნეიტრალიტეტისთვის, „თუ ნატოს ბლოკი ამ მომენტისთვის მზად არ იქნება უკრაინის მისაღებად“:

„მაგრამ ჩვენ გვჭირდება უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები, რათა ეს საშინელი ომები, ეს საშინელი აგრესია მომავალში არ განმეორდეს“.

მისი თქმით, უკრაინას სურს, ითანამშრომლოს პუტინთან და მეზობელ ქვეყნებთან, რათა ამუშავდეს "ევროპის განახლებული უსაფრთხოების სისტემა".

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი და ღიაა ნეიტრალიტეტის მიმართ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S