პუტინი უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეების ჩართვის წინადადებას დათანხმდა
11/03/2022 09:18:08 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მოხალისეების ჩართვის წინადადებას დათანხმდა.
„თუ თქვენ ხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც მოხალისეობრივად, მით უფრო, ანაზღაურების გარეშე სურთ ჩასვლა და დონბასში მცხოვრები ადამიანების დახმარება,უნდა გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები და დავეხმაროთ საბრძოლო მოქმედებების ზონამდე მიღწევაში,“- განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების თათბირზე.
მისი თქმით, „დასავლელი სპონსორები“ არ მალავენ დაქირავებული მებრძოლების მობილიზებას კონფლიქტში მონაწილეობისთვის:
„დასავლელი სპონსორები არ მალავენ უკრაინისთვის მოხალისეების შეკრებას და ამას აკეთებენ საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფით“.
კრემლში აზუსტებენ, რომ დაგეგმილია უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეების გაგზავნა არა რუსეთიდან, არამედ ახლო აღმოსავლეთიდან.
"ამ დროისთვის რუსეთის თავდაცვის უწყებას უკვე 16 000-მდე მსურველის განაცხადი აქვს მიღებული მარტო აღმოსავლეთიდან და სირიიდანაც გვაქვს უამრავი განაცხადი", - აცხადებს პუტინის პრეს-მდივანი პესკოვი.
"მოხალისეებისთვის ეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლაა" - აღნიშნა პესკოვმა და დასძინა, რომ მათ გარდა, რუსეთს "დაქირავებული მებრძოების უზარმაზარი არმია ჰყავს".


